ახალი ამბები

სროლის შედეგად ტორონტოში ერთი ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა

23 ივლისი, 2018 • 1615
სროლის შედეგად ტორონტოში ერთი ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა

BBC-ის ცნობით, კანადაში, ტორონტოში შეიარაღებულმა პირმა ერთი ადამიანი მოკლა, სროლის შედეგად ასევე დაშავდა 13 პირი. ერთ-ერთის, 9 წლის გოგონას მდგომარეობა კრიტიკულია.

BBC-ის ინფორმაციით, შეიარაღებული პირი საპასუხო სროლის დროს დაიღუპა. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, შეიარაღებული პირის სამიზნე ორი კაფე იყო.

კანადიის მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს თეთრკანიანი მამაკაცი, რომელიც მუქ სამოსს და კეპს ატარებს, მას თან აქვს მხარზე გადაკიდებული ჩანთა, საიდანაც იარაღი ამოიღო სროლის დაწყებამდე.

პოლიცია ამჟამად მოწმეებს კითხავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი