საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა სოფელ კრწანისში მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს.
უწყების ინფორმაციით, ძლიერი ნალექის გამო დატბორილი სახლებიდან მოქალაქეები გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.
“წყლის დონემ 1.5 მეტრს მიაღწია. მაშველებმა 15-მდე მოქალაქის ევაკუაცია 10-მდე საცხოვრებელი სახლიდან განახორციელეს. მოქალაქეები უსაფრთხო ადგილზე სამაშველო ნავებით გამოიყვანეს. ადგილზე რჩება სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური”, – აცხადებენ უწყებაში.
ამავე თემაზე