ახალი ამბები

ტრამპის ექს-მრჩეველი ევროპაში “სოროსის წინააღმდეგ” ფონდის შექმნას აპირებს

22 ივლისი, 2018 • 1984
ტრამპის ექს-მრჩეველი ევროპაში “სოროსის წინააღმდეგ” ფონდის შექმნას აპირებს

ტრამპის ყოფილი მთავარი მრჩეველი სტივ ბენონი ევროპაში ფონდის დაარსებას აპირებს, რომელიც “გარდიანის’ შეფასებით, კონტინენტზე ულტრა-მემარჯვენე პოპულიზმის გავრცელებას შეუწყობს ხელს.

გარდიანის ცნობით, ბენონი ევროპაში ჯორჯ სოროსის ფონდისთვის აპირებს წინააღმდეგობის გაწევას, რომელმაც თანასწორობისა და ღია საზოგადოების იდეისთვის დაარსებიბდა დღემდე 32 მილიარდი დოლარი დახარჯა.

მიუხედავად იმისა, რომ სოროსის ხედვების მიმართ ბენონს პოზიტიური დამოკიდებულება არ აქვს, დეილი ბისტისთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარებს, რომ სოროსი “ბრწყინვალეა” ამ მიმართულებით.

ბენონი აპირებს, რომ ფონდს “მოძრაობა დაარქვას. ის აცხადებს, რომ ფონდი ულტრამემარჯვენე პარტიებს კვლევებით და რჩევებით დაეხმარება.

გასული თვის განმავლობაში ბენონი ევროპაში არაერთ ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსს შეხვდა. მათ შორის ნაიჯელ ფარჯის (UK), მარინ ლე პენის თანაგუნდელებს საფრანგეთში და ვიქტორ ორბანს (უნგრეთი).

ბენონი არ აკონკრეტებს რა თანხა ჩაიდება მის პროექტში. არც იმას ამბობს, საიდან მოვა ეს ფული.

ბენონი ამერიკაში ულტრა-მემარჯვენე ახალი ამბების ვებგვერდის ბრეიბარტ ნიუსის დამფუძნებელია. ალექსანდრე დუგინმა ბენონი თავის დროზე “იდეოლოგიურ მოკავშირედ” დაასახელა. სტივ ბებონი თეთრი სახლის მთავარი სტრატეგის თანამდებობიდან გასული წლის 19 აგვისტოს გათავისუფლდა. მაშინ ადმინისტრაციის პრესსპიკერი აცხადებდა, რომ გადაწყვეტილება ორმხრივი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი