ახალი ამბები

ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული ხორავას ქუჩის ჩხუბის მონაწილეს პატიმრობა შეეფარდა

21 ივლისი, 2018 • 1606
ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული ხორავას ქუჩის ჩხუბის მონაწილეს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე არასწორი ინფორმაციის მიწოდებისა და ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულ დ.ღ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლოს ცნობით, დ.ღ.-ს ბრალად ედება მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებითა და ცრუ ჩვენების მიცემით იმ საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში.

სასამართლოს ცნობით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას ბრალდებული უშუალოდ შეესწრო. სასამართლოს ცნობით, დ.ღ.-მ გამოძიებას და სასამართლოს, განზრახ არასწორი ინფორმაცია არაერთგზის მიაწოდა, რითაც ხელი შეუშალა მართლმსაჯულების განხორციელებას.

არასრულწლოვანი დ.ღ. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 19 ივლისს დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი