ახალი ამბები

ჯარისკაცის ცემის საქმეზე შსს-მ ხუთი სამხედრო მოსამსახურე დააკავა

21 ივლისი, 2018 • 2079
ჯარისკაცის ცემის საქმეზე შსს-მ ხუთი სამხედრო მოსამსახურე დააკავა

სამხედრო მოსამსახურის ცემის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთი სამხედრო პირი ჰყავს დაკავებული. საქმეზე გამოძიება დასრულებული არაა და კვლავ გრძელდება.

“შაბათის კურიერის” ანონსის თანახმად, შეთხვევის გამო დაზარალებული სამხედრო მოსამსახურე სერგო ჯიმშერაშვილია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ჯიმშერაშვილი თავის მძიმე დაზიანებით, კომატოზურ მდგომარეობაში მიიყვანეს საავადმყოფოში.

შსს-ს ცნობით შემთხვევა მოხდა 28 მაისს, ნორიოს სამხედრო ბაზაზე მოხდა, გამოძიება საქმესთან დაკავშირებით ორი მუხლით მიმდინარეობს, ესენია – სისხლის სამართლის 117-ე მუხლი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და 376 -ე მუხლით, დანაშაულის შეუტყობინებლობა.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი, დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის დაკავებულია ოთხი პირი. ხუთივე დაკავებული პირი შსს-ს ცნობით, სამხედრო მოსამსახურეა.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლი, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობა, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

რაც შეეხება დაზარალებულ ჯარისკაცს, იგი შსს-ს ცნობით საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი