ახალი ამბებირეკლამა

პასუხი 5 კითხვაზე უცხოეთში განათლების მსურველთათვის – Trinity Education

21 ივლისი, 2018 • 9662
პასუხი 5 კითხვაზე უცხოეთში განათლების მსურველთათვის – Trinity Education

უცხოეთში განათლების მიღება უფრო და უფრო აქტუალური ხდება ქართველი სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისათვის, რაც დაკავშირებულია როგორც საერთაშორისო კარიერულ პერსპექტივებთან, ასევე გარკვეულ რისკებთან და ფინანსურ დანახარჯებთან. უმთავრესად, კი სწორი პროგრამისა და საგანმანათლებლო დაწესებულების არჩევასთან, რაზეც გვესაუბრა სტრატეგიული საგანმანათლებლო სააგენტოს, Trinity Education – ის დამფუძნებელი, თამთა ხონელიძე:

1. მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ.

ჩვენი სააგენტო, Trinity Education, გახლავთ სტრატეგიული საგანმანათლებლო სააგენტო, რომელიც ქართულ ბაზარს 2018 წელს შეემატა და ქართველ მოწაფეებს, სტუდენტებსა და პროფესიონალებს სთავაზობს უცხოეთში სწავლის მრავალფეროვან ვარიანტებს, კონკრეტული მიზნების, პრეფერენციებისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით.

კომპანიის სამოქმედო სტრატეგიაზე მუშაობა წელიწადზე მეტხანს მიმდინარეობდა და მოხარულნი ვართ, რომ დღეს Trinity Education, უმაღლეს საგანმანათლებლო სტანდარტებზე ორიენტირებული, გახლავთ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოსა და ევროპის ქვეყნების წამყვანი კერძო სკოლების, უნივერსიტეტებისა და ბიზნეს სკოლების პარტნიორი და მთელ რიგ შემთხვევაში, ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.

2. რა პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

გამოვარჩევთ სამ მიზნობრივ სეგმენტს: მოწაფეები, სტუდენტები და პროფესიონალები, რომლებსაც ვთავაზობთ: ინგლისური ენის კურსებს (ზოგადი ინგლისური, ბიზნეს ინგლისური, გამოცდისთვის მოსამზადებელი (IELTS,TOEFL)  ა.შ.) ენის წამყვან ცენტრებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მოსამზადებელ კურსებს (A-levels, Foundation, ა.შ.), საზაფხულო სკოლებს (აკადემიური, ინგლისური ენის და კომბინირებული), აკადემიურ (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) და პროფესიულ კურსებს მოწინავე უნივერსიტეტებსა და აკადემიებში. ამასთანავე, მომხმარებლებს ვთავაზობთ ძლიერი CV -ს და სამოტივაციო წერილების შედგენას, რასაც, ნებისმიერ შესარჩევ ეტაპზე, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

3. დიდია თუ არა კონკურენცია და რითია გამორჩეული თქვენი კომპანია?

კონკურენცია მართლაც დიდია, ვინაიდან უცხოეთში ხარისხიანი განათლების მიღება და ენების შესწავლა მზარდი მოთხოვნით გამოირჩევა, რაც ძალიან გვახარებს, რადგან კონკურენცია უმეტეს შემთხვევაში, პროდუქტის მრავალფეროვნებისა და სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მასტიმულირებელია და ჩვენი კომპანიის საქმიანობაზეც პოზიტიურად აისახება – ვცდილობთ მომხმარებლებს საუკეთესო საგანმანათლებლო გადაწყვეტილებები შევთავაზოთ მაქსიმალურად სწრაფად და ორგანიზებულად. კონკურენტების ანალიზი კი ჩვენი ერთ-ერთი სამოქმედო სტატეგიაა, რაც სწრაფ განვითარებაშიც გვეხმარება.

მიუხედავად იმისა, რომ Trinity Education შედარებით ახალი კომპანიაა, უკვე ბევრი ფაქტორით გამორჩეულია. გვყავს კონსულტანტთა გლობალური ქსელი (Global Network of Consultants). ჩვენი თითოეული კონსულტანტი სპეციალიზირებულია კონკრეტულ ქვეყანაზე, რომელშიც თავად აქვს მიღებული განათლება. ვმუშაობთ ისეთ მოთხოვნად ქვეყნებზე, როგორებიცაა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები და სხვ.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი პირველი კონტაქტი მომხმარებელთან სწორედ სტრატეგიულ კონსულტაციას გულისხმობს, რომელიც აბსოლუტურად უფასოა და მომხმარებლის კონკრეტული მიზნებისა და მოთხოვნების მოსმენას, ანალიზს და შესაბამისად, გადაწყვეტილებების შეთავაზებას გულისხმობს. მეორე ეტაპია, შეთავაზებული ვარიანტებიდან (აკადემიური კურსები, ენის კურსები, მოსამზადებელი კურსები, პროფესიული კურსები) საუკეთესოს შერჩევა და აპლიკანტის ჩარიცხვა. და ბოლოს, სავიზო აპლიკაციის მომზადება ასევე ოპერატიულად და ორგანიზებულად.

4. რამდენად დიდია მოთხოვნა უცხოეთში სწავლაზე?

მოთხოვნა მზარდია, მაგრამ სეზონური. გაზაფხულის პერიოდში მომხმარებლები გეგმავენ აკადემიურ პროგრამებზე შესვლას და სტიპენდიების კონკურსებში ჩართვას, ზაფხულის პერიოდი დატვირთულია მოკლევადიან ენის და პროფესიულ კურსებზე გამგზავრების მსურველებით. შემოდგომაზე ველოდებით მოთხოვნას მათგან, ვისაც მომავალი წლის იანვრიდან სურს აკადემიურ თუ მოსამზადებელ პროგრამებზე გამგზავრება. საბედნიეროდ, თუ ადრე მხოლოდ სექტემბერში მიიღებოდნენ საერთაშორისო კანდიდატები, დღეს უფრო და უფრო მეტი უნივერსიტეტი გვთავაზობს აკადემიურ პროგრამებს (ძირითადად, სამაგისტრო), რომლებიც იანვრიდან (ასევე, თებერვალ-მარტიდან) იწყება.

5. რა სამომავლო გეგმები გაქვთ ?

ჩვენ ვმოქმედებთ ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად. მოთხოვნა კი საკმაოდ ცვალებადია. მიუხედავად იმისა, რომ უკვე წლებია, დიდი ბრიტანეთი აკადემიური კუთხით ყველაზე მიმზიდველი სახელმწიფოა  სტუდენტებისათვის და ვცდილობთ ქართველ სტუდენტებსა და პროფესიონალებს მაქსიმალურად გავუადვილოთ სასურველ ბრიტანულ უნივერსიტეტში ჩაბარება, სტიპენდიის მიღება და გამგზავრება. აკადემიური კუთხით, უფროდაუფრო იზრდება მოთხოვნა ევროპის ისეთ ქვეყნებზეც, როგორებიცაა საფრანგეთი, გერმანია, ჩეხეთი, ნორვეგია, შვეიცარია, ჰოლანდია და სხვ. ასევე იზრდება მოთხოვნა აშშ-სა და ბრიტანეთის კერძო სკოლებში განათლების მიღებაზეც. მეტ პროფესიონალს უჩნდება სურვილი შვებულება არა პასიურად, არამედ შედეგიანად გაატაროს და კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოკლევადიან კურსებზე გაემგზავროს.

განსაკუთრებული ინტერესია სამედიცინო მიმართულებით. ამ ეტაპზე, გვაქვს არაჩვეულებრივი პროგრამები პრაღაში, Career in Medicine და Foundation in Medicine, ევროპის ქვეყნებში  სტაჟირებისა და აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. აქტიურად ვმუშაობთ პროფესიული კურსების განხრითაც. ამგვარად, Trinity Education მუდმივ დინამიკაშია და სამომავლოდ ქართველ მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტ სიახლეს, ღირებულ აკადემიურ და პროფესიულ შესაძლებლობას ჰპირდება.


Trinity Education – თან დაკავშირება კონსულტაციისათვის შეგიძლიათ შემდეგ ნომერზე: 555 102 203

Trinity Education-ის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ:

– https://www.facebook.com/Trinityedugroup

– http://trinityeducation.co

– https://www.linkedin.com/company/trinityeducation/

მასალების გადაბეჭდვის წესი