ახალი ამბები

მაიკროსოფთი ამბობს, რომ აშშ-ის შუალედურ არჩევნებში რუსეთი ჩარევას ცდილობს

21 ივლისი, 2018 • 1975
მაიკროსოფთი ამბობს, რომ აშშ-ის შუალედურ არჩევნებში რუსეთი ჩარევას ცდილობს

კომპანია მაიკროსოფთის ვიცე პრეზიდენტის ტომ ბარტის განცხადებით, რუსეთის სპეცსამსახურები ცდილობდნენ 3 ანგარიშის გატეხვას, რომელიც აშშ-ში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში, კონგრესიის წინასაარჩევნო კამპანიის მართვით იყო დაკავებული. ინფორმაციას cnn ავრცელებს.

აშშ-ში შუალედური არჩევნები 2018 წლის ნოემბერში უნდა გაიმართოს, არჩევნებში აშშ-ის სენატში წარმომადგენლების და 39 გუბერენატორის ბედი უნდა გადაწყდეს.

cnn -ის ცნობითვე, ეს პირველი საჯარო აღიარებაა იმის შესახებ, რომ 2018 წლის არჩევნებში რუსეთი ჩარევას ცდილობს. ტომ ბარტმა აღნიშნულის შესახებ უსაფრთხოების თემაზე გამართული ფორუმში მონაწილეობის დროს განაცხადა, ბარტი მომხმარებლების უსაფრთხოებაზე მუშაობს და მისი თქმით, 2018 წლის დასაწყისში მაიკროსოფთმა აღმოაჩინა ყალბი დომეინი, რომელსაც ფიშინგისთვის იყენებდნენ, რათა კიბერთავდასხმა განეხორციელებინათ სამ საარჩევნო კამპანიაზე.

ბარტის ცნობით, მაიკროსოფთმა ეს დომეინი წაშალა და ასე შეძლო ამ კონკრეტული კიბერთავდასხმის თავიდან აცილება.

cnn-ის ცნობით, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის არაერთმა წარმომადგენელმა განაცხადა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რომ რუსეთის მიერ სპეციალური საარჩევნო ინფრასტრუქტურის დაჰაკვის მცდელობა, როგორც ეს 2016 წლის არჩევნების დროს ხდებოდა, 2018 წლის შუალედურ არჩევნებზე ჯერ-ჯერობით არ გამოვლენილა.

ბარტის ცნობით, ფიშინგის სპეციალური ტაქტიკით, რომელიც ძირითადად მომხმარებლის მოტყუებას ეფუძნება და მათ დავირუსებულ ლინკზე აკლიკებინებს რუსეთის დაზვერვის მიერ ხშირად გამოიყენება როგორც მეთოდი .

ფიშინგის ჟგუფს, რომელსაც “Fancy Bear ‘-ს უწოდებენ რუსეთის სამხედრო დაზვერვა მართავს. აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა კრისტოფერ კრებსმა, განაცხადა, რომ მაიკროსოფთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო უკვე მუშაობს.


რუსეთის მიერ აშშ-ის არჩევნებში ჩარევის საკითხი საერთაშორისო განხილვის საგანი ჰელსინკში ივლისში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა, სადაც აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ. პუტინმა უარყო ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში ჩარევა,

აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა კი ამბობს, რომ რუსეთი აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია. ერთობლივ პრესკონფერენციაზე, პუტინს ტრამპი დაეთანხმა, თუმცა მას შემდეგ რაც ტრამპმა დიდი კრიტიკა დაიმსახურა, განცხადება შეცვალა.

“ნება მომეცით, დავაზუსტო და მე ეს არაერთგზის მითქვამს, რომ ვეთანხმები ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების დასკვნას იმის შესახებ, რომ ადგილი ჰქონდა რუსეთის ჩარევას 2016 წლის არჩევნებში”, – თქვა ტრამპმა და დაამატა: “შეიძლება, სხვა ადამიანებისაც, აგრეთვე”.

თუმცა დონალდ ტრამპი ახლაც ამბობს, რომ “რუსეთის ქმედებებს, ჯამში, არჩევნების შედეგებზე არ უმოქმედია”. მან ასევე გამორიცხა  წინასაარჩევნოდ რუსეთთან რაიმე სახის ფარული თანამშრომლობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი