გერმანიაში დანით ავტობუსის 14 მგზავრი დაჭრეს

გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ლუბეკში დანით 14 ადამიანი დაჭრეს. თავდასხმა ავტობუსში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაჭრილთაგან 2-ის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა ადგილობრივ გამოცემას უამბო, მუნიციპალური ავტობუსი მარშრუტის შესაბამისად ქალაქში გადაადგილდებოდა, რა დროსაც თავდამსხმელმა ზურგჩანთიდან სამზარეულოს დანა ამოიღო და მგზავრებს დაესხა თავს.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილი დააკავეს.

თავდასხმა გერმანიაში 20.07.18 ფოტო: EPA

თავდასხმა გერმანიაში 20.07.18 ფოტო: EPA

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.