რა დარღვევები აღმოაჩინა სეს-მა აპრილ-ივნისში – momxmarebeli.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ ავრცელებს სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის აპრილი-ივნისის კონტროლის შედეგებს.

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი”, გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ძირითად მიგნებებს  ავრცელებს. კერძოდ:

  • საქართველოს რეგიონებში ბევრია წყლის დაბინძურების შემთხვევები. წყალმომარაგების სფეროში მასშტაბური პროექტების განხორციელების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს კვლავ არ მიუწვდება ხელი სუფთა სასმელ წყალზე.
  • სეს-მა ჩაატარა ვეტპრეპარატების (მათ შორის, ანტიბიოტიკების) ნარჩენი ნივთიერებების მასშტაბური კვლევა ნედლ რძესა და ხორცში. სულ გამოკვლეულია 487 ნიმუში. ბევრ ნიმუშზე პასუხი ჯერ არ არის. თუმცა უკვე გამოვლენილია 114 ნიმუში (23.4%), რომელიც მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.
  • სეს-მა ჩაატარა ვეტპრეპარატების (მათ შორის, ანტიბიოტიკების) ნარჩენი ნივთიერებების მასშტაბური კვლევა ნედლ რძესა და ხორცში. სულ გამოკვლეულია 487 ნიმუში. ბევრ ნიმუშზე პასუხი ჯერ არ არის. თუმცა უკვე გამოვლენილია 114 ნიმუში (23.4%), რომელიც მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.
  • გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” აცხადებს, რომ ქვეყანაში კვლავ მწვავედ დგას ბრუცელოზის გავრცელების პრობლემა. ეს დაავადება გამოკვლეული ნედლი რძის 100 ნიმუშიდან 20-ში გამოვლინდა.
  • მონაცემებით ასევე ირკვევა, პირველი კვარტლის მსგავსად, კვლავ არის სურსათში ცხენის ხორცის აღმოჩენის შემთხვევები (ამ პარამეტრზე შემოწმებული 20 ნიმუშიდან 4 შემთხვევაში). ცხენის ხორცი სხვადასხვა ხორცპროდუქტში იყო გამოყენებული, ან უმი ხორცის სახით იყიდებოდა.
  • ინსპექტირებულია 1710 საწარმო (მათ შორის, კვების ობიექტები, საბავშვო ბაღების ბუფეტები). შემოწმებული საწარმოების აბსოლუტურ უმრავლესობაში შუსაბამობებია გამოვლენილი. დარღვევები გამოვლენილია როგორც მცირე, ისე მთელ საქართველოში ცნობილ დიდ საწარმოებში.

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ორგანიზაციის ვებგვერდზე momxmarebeli.ge

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.