ახალი ამბები

თეთნულდზე დაკარგულ უკრაინელ ტურისტამდე მაშველები მეორე დღეა ვერ მიდიან

20 ივლისი, 2018 • 2621
თეთნულდზე დაკარგულ უკრაინელ ტურისტამდე მაშველები მეორე დღეა ვერ მიდიან

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მეორე დღეა მაშველები ვერ ახერხებენტურიდტთან მისვლას, ცუდი მეტეოროლოგიური პირობებისა და რთულად მისადგომი რელიეფის გამო.

ტურისტთა 8-კაციანი ჯგუფი თეთნულდზე, ზღვის დონიდან 4200-მეტრზე​ იმყოფებოდა, როდესაც 2 ტურისტი ჯგუფს ჩამორჩა და დაიკარგა. სამაშველო სამუშაოებში გუშინ ვერტმფრენი და სამთო-სამაშველო ჯგუფი ჩაერთო.

სამთო-მაშველებმა თეთნულდზე ჩარჩენილი ერთი უკრაინელი ტურისტის მთის ფერდობიდან ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა შეძლეს, თუმცა მეორე ტურისტამდე მისვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

თეთნულდზე დაკარგული 1 უკრაინელი ტურისტი გადაარჩინეს, მეორეს კვლავ ეძებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი