ახალი ამბები

ძვირდადღირებული მოდის სახლები მილიონობით ღირებულების პროდუქციას წვავენ

20 ივლისი, 2018 • 2306
ძვირდადღირებული მოდის სახლები მილიონობით ღირებულების პროდუქციას წვავენ

მოდის სახლმა “ბარბერმა” გასულ წელს 37.8 მილიონი დოლარის ღირებულების გაუყიდავი სამოსი დაწვა. გამოცემა ტაიმი და ნიუსვიკი წერენ, რომ ძვირადღირებული მოდის სახლები ამჯობინებენ გაანადგურონ გაუყიდავი სამოსი, ვიდრე, ვთქვათ, ფასდაკლებით გაყიდონ.

ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, 1 800 დოლარის ღირებულების თხელი ქურთუკები და 250 დოლარის ღირებულების პოლოს მაისურები განადგურდა, ასევე განადგურდა 13 მილიონი დოლარის ღირებულების კოსმეტიკური საშუალებები და 24 მილიონი დოლარის ღირებულების ტანსაცმელი და აქსესუარი.

ტაიმის ცნობით, ბოლო ხუთ წელიწადში განადგურდა 116 მილიონი დოლარის ღირებულების “ბარბერის” ბრენდის პროდუქცია.

კომპანიები პროდუქციის განადგურების გადაწყვეტილებას იმის გამო იღებენ, რომ დარჩენილი ტანსაცმელი თუ აქსესუარები გადამყიდველების ხელში არ აღმოჩნდეს და იაფ ბაზარზე არ მოხვდეს.

ტანსაცმელი და ქსესუარები, რომლებიც ვერ გაიყიდა, გაანადგურა H&M -მა, შანელმა და ლუი ვიტონმა.

“როდესაც ჩვენი პროდუქციის განკარგვა ხდება აუცილებელი, ჩვენ ამას პასუხისმგებლობით ვეკიდებით და ვეძებთ გზებს, რომ შევამციროთ გაუყიდავი პროდუქციის ღირებულება “,- აცხადებს “ბარბერი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი