ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი ბიბილოვის ოფიციალური ვიზიტით სირიაში ჩასვლას აანონსებს

20 ივლისი, 2018 • 1605
ცხინვალი ბიბილოვის ოფიციალური ვიზიტით სირიაში ჩასვლას აანონსებს

“სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყებისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ჯგუფი უკვე გაემგზავრა დამასკოში პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის სირიაში ოფიციალური ვიზიტის დასაგეგმად”,-  ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.

სამუშაო ჯგუფშია ასევე დიმიტრი მედოევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი.

სირიამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2018 29 მაისს გამოაცხადა.

სირიის მიერ აღიარების ფაქტს დაუყოვნებლივ გამოეხმაურნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს.

რუსეთი სირიის მთავრობის უმთავრესი საგარეო მოკავშირეა. მოსკოვმა ქვეყნის ტერიტორიაზე ავიადარტყმების განხორციელება 2015 წელს დაიწყო. ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ კამპანიის მთავარი მიზანი ISIS-ის შესუსტება იყო, თუმცა აშშ-ის ოფიციალურ პირებს მოსკოვი არაერთგზის დაუდანაშაულებიათ სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედებაში. რუსეთი კი, თავის მხრივ, აშშ-ს სპელკულაციებში ადანაშაულებდა. სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას ვითარება ასადის ხელისუფლების სასარგებლოდ, არაერთ შემთხვევაში, სწორედ რუსეთის ჩარევით შეიცვალა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სირიის გარდა, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღიარეს ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი