ახალი ამბები

ევროპული საქართველო პრეზიდენტობის კანდიდატს ქუთაისში წარადგენს

20 ივლისი, 2018 • 3904
ევროპული საქართველო პრეზიდენტობის კანდიდატს ქუთაისში წარადგენს

ევროპული საქართველო 21 ივლისს პრეზიდენტობის კანდიდატს დაასახელებს. ამის შესახებ პარტიის მიერ ფეისბუკზე გავრცელებული პოსტერიდან ხდება ცნობილი.

ევროპული საქართველო პრეზიდენტობის კანდიდატს, ენმ-სა და მასთან ერთად გაერთიანებული პოლიტიკური სუბიექტების მსგავსად, ქუთაისიდან წარადგენს. გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციურმა პარტიებმა ბაგრატთან წარადგინეს, ევროპული საქართველოს ღონისძიება კი ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

პარტიას პრეზიდენტობის კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა ეს სავარაუდოდ დავით ბაქრაძე იქნება.

პოლიტიკოსების რეიტინგი IRI-ს კვლევის მიხედვით

მასალების გადაბეჭდვის წესი