ახალი ამბები

ზაზა სარალიძე შსს-ზე: ბოლო ხანებში გამოფხიზლდნენ

19 ივლისი, 2018 • 2051
ზაზა სარალიძე შსს-ზე: ბოლო ხანებში გამოფხიზლდნენ

ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამა “რეაქციის” ეთერში აცხადებს, რომ მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ზაზა სარალიძის თქმით, ბოლო პერიოდში უწყება გამოფხიზლდა და საქმის გასახსნელად 24-საათიან რეჟიმში მუშობს:

“არა მარტო დღევანდელ გაქტს, არამედ ძალიან ბევრ ფაქტზე მაქვს მე საუბარი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და პროკურატურასთან. პირველ რიგში მინდა მივესალმო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯებს იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო ხანებში გამოფიზლდნენ და 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ  ამ საქმის გასახსნელად”, – ამბობს ზაზა სარალიძე ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

დათო სარალიძის მამას იმედი აქვს, რომ უწყება უკან არ დაიხევს და იმ პირებსაც გამოავლენს, ვინც ხელი შეუშლა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას:

“მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო ერთი ფაქტი,  ვინ გააფუჭა ეს საქმე თავიდან? აქ კიდევ რაღაცები იმალება. იმედია, შსს არც ამაზე დაიხევს უკან და იმ ფაქტებსაც გმაოავლენს, ვინ განახორციელა ზემოქმედება, ვის ჰქონდა ამ ფაქტების გაყალბების სურვილი და დღემდე რატომ არ გამოააშკარავეს ეს ფაქტები”, – აცხადებს ზაზა სარალიძე.

მოკლული არასრულწლოვნის მამას იმედი აქვს, რომ გამოძიებასთან საქმის სხვა მოწმეებიც ითანამშრომლებენ, რომელბმაც გამოძიების ეტაპზე ან არ ითანამშრომლეს, ან არასწორი ჩვენება მისცეს გამოძიებას.

დღეს, 19 ივლისს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, დ.ღ-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება

  • ნეტგაზეთის ყველა სიახლე სარალიძე-დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი