ახალი ამბები

ზაზა სარალიძის ადვოკატი: დ.ღ-ს დაკავება საკმარისი არაა

19 ივლისი, 2018 • 4297
ზაზა სარალიძის ადვოკატი: დ.ღ-ს დაკავება საკმარისი არაა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე აცხადებს, რომ ხორავაზე მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის, დ.ღ-ს ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავება საკმარისი არაა. თუმცა, ზაზა სარალიძის თქმით, შესაძლოა ეს საქმეზე სრული ჭეშმარიტების გასადგენად ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყოს:

“ეს არ არის საკმარისი. თუმცა ეს ერთ-ერთი ნაბიჯია, რომელიც შესაძლებელია საქმის სრულფასოვნად გამოაშკარავებისთვის იყოს წინ გადადგმული. თუმცა ჩვენთვის ეს საკმარისი არ არის. სანამ საქმეზე სრული ჭეშმარიტება არ დადგინდება, ჩვენ არ ვაპირებთ არც გაჩერებას და არც უკან დახევას. უბრალოდ, ამას ვაფასებთ როგორც ერთ-ერთი წინ გადადგმულ ნაბიჯს” – ამბობს ლონდარიძე.

ადვოკატის თქმით, დ.ღ, რომლის დაკავების შესახებ გნაცხადებაც საქართველოს შინაგან საქმეთა სმაინისტრომ დღეს გაავრცელა, ის ადამიანია, რომლის გამოც დათო სარალიძე ხორავას ქუჩაზე მომხდარ ჩხუბში აღმოჩნდა:

“ეს არის ის პირი, ვის გამოც მოხვდა ჩხუბში დათო სარალიძე. დათო მის გამო იყო წასული ჩხუბში. მეტს, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით.

ცრუ ჩვენებისთვის არის ეს ადამიანი დაკავებული, რომელმაც განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას, შემდეგ სასამართლო ეტაპზე უარყო ეს ინფორმაცია. იგი შეხვდა ზაზა სარალიძეს სასამართლოში ჩვენების მიცემამდე, სადაც ისაუბრა გარკვეულ დეტალებზე, შემდეგ კი საერთოდ ზაზასთან შეხვედრა უარყო სასამართლო პროცესზე”, – ამბობს ზაზა სარალიძის ადვოკატი.

ხორავას საქმეზე ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე ცრუ ჩვენების ბრალდებით დააკავეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი