იუვენტუსის ფორმას ოკეანეში დაგროვილი პოლიეთილენის ნარჩენებისგან დაამზადებენ

2018-19 წლის საფეხბურთო სეზონისთვის ტურინის იუვენტუსის მესამე ფორმას ოკეანიში დაგროვილი პოლიეთილენის ნარჩენებისგან დაამზადებენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ფეხბურთელების სამოსი მთლიანად გადამუშავებული ნარჩენებით დამზადდება. ფორმა ადიდასმა შექმნა და მუქი ნაცრისფერი შეფერილობის იქნება. სპორტული სამოსის კომპანია  Parley for the Oceans-თან თანამშრომლობს.

სერია ა-ს ჩემპიონი მხარს უჭერს პოლიეთილენის ნარჩენების შემცირების კამპანიას. Parley Ocean Plastic-ის მაისურები, რომლებიც ასევე პოლიეთილენის ნარჩენებისგან იყო დამზადებული, მანჩესტერ იუნაიტედს და მადრიდის რეალის ფეხბურთელებსაც ეცვათ.

ტურინის იუვენტუსის ახალი ფორმა, რომელიც ოკეანეში დაგროვილი პოლიეთილენის ნარჩენებისგან იქნება დამზადებული

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.