ახალი ამბები

“კოლეგებს კომკავშირელების ფორმით მოიხსენიებდა” – ჩუგოშვილი ჭიჭინაძის გარიცხვაზე

18 ივლისი, 2018 • 1901
“კოლეგებს კომკავშირელების ფორმით მოიხსენიებდა” – ჩუგოშვილი ჭიჭინაძის გარიცხვაზე

პარლამენტის ვიცესპიკერისა და “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრის, თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის მიზეზი არა მის მიერ გამოთქმული კრიტიკა, არამედ პიროვნული შეურაცხყოფა გახდა.

“იყო განცხადებები, სადაც ის კოლეგებს კომკავშირელების ფორმით მოიხსენიებდა, ასევე სხვადასხვა ეპითეთებით… ამ ტერმინების გამეორება არ მინდა, მაგრამ ნამდვილად იყო შეურაცხყოფის შემცველი [განცხადებები]. ჩვენ კრიტიკაზე არ გვაქვს პრობლემა, ჩვენ პიროვნულ შეურაცხყოფებზე გვაქვს პრობლემა”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ამავე თემაზე

“ქართული ოცნებიდან” პარლამენტარი დავით ჭიჭინაძე გარიცხეს

მასალების გადაბეჭდვის წესი