გედევან ფოფხაძის უკმაყოფილება დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გამო

“თუ ვიღაცას ჰგონია, რომ მე წყალს ჩავიგუბებ პირში და დათოს ვაგრძნობეინებ, იცი რა, შენ რაღაც შეგეშალა და სწორად გაგრიცხეს, მე მაგას ვერ გავაკეთებ… მორალურად დავინგრევი, სახლიდან ვერ გამოვალ, ეგ რა კაცობაა?!”, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” წევრი დეპუტატი გედევან ფოფხაძე თანაგუნდელ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვას.

როგორც ფოფხაძემ TV პირველს განუცხადა, ამ გადაწყვეტილებას მხარს ვერ დაუჭერს.

“სულ აღარ მინდა პოლიტიკაში ყოფნა, შინაგანად რაღა უნდა გინდოდეს. თუ ადამიანი განსხვავებული შეხედულების გამო პარტიამ შეიძლება გარიცხოს… ეთიკურობა ძალიან შეფასებითია, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი, ვინც განსხვავებულ აზრს იტყვის, იტყვიან, გედი ფოფხაძე არაეთიკურია, ჩაიწერება ბრძანებაში, ბლანკში, რომ არაეთიკური ხარ და კარგად იყავი”, – ამბობს ფოფხაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ თვითონაც განიხილავდა პარტიის დატოვების შესაძლებლობას იმის გამო, რომ მისმა თანაგუნდელების ნაწილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ნინია კაკაბაძის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი.

ამავე თემაზე

“ქართული ოცნებიდან” პარლამენტარი დავით ჭიჭინაძე გარიცხეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com