ახალი ამბები

“გირჩი” “ოცნებიდან” გარიცხულ ჭიჭინაძეს თანამშრომლობას სთავაზობს

18 ივლისი, 2018 • 1623
“გირჩი” “ოცნებიდან” გარიცხულ ჭიჭინაძეს თანამშრომლობას სთავაზობს

გირჩი დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს, რომელიც დღეს “ქართული ოცნების” რიგებიდან გარიცხეს, თანამშრომლობას სთავაზობს. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“ბ-ნო დავით, გირჩი იზიარებს თქვენს მიერ საჯაროდ გაჟღერებულ კრიტიკას პარლამენტის სპიკერის, ირაკლი კობახიძის მიმართ, რომელიც ეხებოდა როგორც მის უარყოფით როლს კონსტიტუციის შემუშავების პროცესში, ისე მის ამორალურ კრიტიკას ოცნების მთავრობის წინა ხელმძღვანელის მიმართ. თუ მზად ხართ გაიზიაროთ გირჩის ხედვები და შემდეგი 2 წელი იმუშაოთ პარლამენტში გირჩის ფრაქციის შექმნაზე, გთავაზობთ გირჩში გაწევრიანებას და გელით ი. გამრეკელის 47 ნომერში”, – ნათქვამია გირჩის განცხადებაში.

ამავე თემაზე

“ქართული ოცნებიდან” პარლამენტარი დავით ჭიჭინაძე გარიცხეს

მასალების გადაბეჭდვის წესი