ახალი ამბები

ევროკომისიამ Google-ს 4,34 მილიარდი ევროს ოდენობით ჯარიმა დააკისრა

18 ივლისი, 2018 • 2254
ევროკომისიამ Google-ს 4,34 მილიარდი ევროს ოდენობით ჯარიმა დააკისრა

ევროკომისიამ Google-ს 4.34 მილიარდი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა. როგორც ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს, კომისიამ გადაწყვეტილება 39-თვიანი გმაოძიების შემდგომ მიიღო.

ევროკომისიის განცხადებით, კომპანია ბოროტად იყენებს საკუთარ დომინირებას ბაზარზე.

კერძოდ, ევროკომისია Google-ს ედავება საკუთარი საძიებო სისტემის ძირითად საძიებო სისტემად დაყენებას, სმარტფონების მწარმოებელთათვის კონკურენტი სისტემების დაყენებაში ხელის შეშლასა და მომხმარებლის არჩევანის შეზღუდვას, რაც მობილური ოპერატორების მიერ Google-ის საძიებო სისტემის წინასწარი ინსტალაციების ფინანსურად წახალისებაში გამოიხატება.

ჯარიმის გადახდის გარდა, ევროკომისიის გადაწყვეტილებით, Gooogle-ს არსებული პრაქტიკის შესაცვლელად 90-დღიანი ვადა მიენიჭა. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიას დამატებითი ჯარიმები დაეკისრება. დამატებითი ჯარიმების ოდენობა დაკისრების შემთხვევაში კომპანიის დღიური ბრუნვის 5% იქნება.

კომპანიაში ბრალდებების საპასუხოდ აცხადებენ, რომ მათიმა ოპერაციულმა სისტემამ მომხმარებლებს იმაზე მეტი არჩევანის გაკეთების საშუალება მიანიჭა, ვიდრე რომელიმე სხვა პლატფორმამ.

Google ევროკომისიის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი