მერია დიღომში მშენებარე სპორტული მაღაზიების დემონტაჟს გეგმავს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დიდ დიღომში, „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მწვანე სივრცეში სპორტული მაღაზიის მშენებლობა შეჩერებულია და უახლოეს მომავალში დაიწყება მისი დემონტაჟი.

“მიუხედავად იმისა, რომ არც მე და არც ჩვენს გუნდს ახალი სავაჭრო ობიექტების განთავსების და ზოგადად, ბიზნესაქტივობის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მე ყოველთვის ვამბობდი და დღესაც გავიმეორებ, რომ არ დავუშვებ რეკრეაციულ სივრცეებში მშენებლობების განხორციელებას. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება აღნიშნული მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით. უახლოეს პერიოდში დაიწყება ამ მშენებარე ნაგებობის დემონტაჟი და პროექტის დეველოპერებთან ურთიერთობას თავად მერია დაარეგულირებს,” – კახა კალაძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.