ახალი ამბები

6 თვეში დანაშაულის სტატისტიკა 52.93%-ით გაიზარდა

18 ივლისი, 2018 • 1701
6 თვეში დანაშაულის სტატისტიკა 52.93%-ით გაიზარდა

2018 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა 52.93%-ით გაიზარდა. ამას შსს-ს ოფიციალური სტატისტიკა მოწმობს.

ოფიციალური სტატისტიკის შესაბამისად, 2018 წლის პირველ 6 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი. თუ 2017 წლის იანვარ-ივნისში რეგისტრირებული დანაშაულის 54.35% გაიხსნა, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში – 36.42%.

რაც შეეხება დანაშაულებს, რომელთა სტატისტიკა ყველაზე მეტად გაიზარდა:

  • ოჯახში ძალადობა – გაიზარდა 275%-ით
  • ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა – 280%-ით
  • დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ – 287%-ით
  • მუქარა – 394%-ით

მასალების გადაბეჭდვის წესი