Interviewsახალი ამბები

პუტინი ნატოში საქართველო-უკრაინის მიღებაზე: პასუხი იქნება ძალიან ნეგატიური

17 ივლისი, 2018 • 1891
პუტინი ნატოში საქართველო-უკრაინის მიღებაზე: პასუხი იქნება ძალიან ნეგატიური

ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვრცელი ინტერვიუ მისცა ამერიკულ ტელეარხ Fox News-ს.

ჟურნალისტმა კრის უოელესმა პუტინს ჰკითხა, რა იქნება მისი პასუხი, თუ ნატო თავის რიგებში მიიღებს უკრაინასა და საქართველოს, რაზეც პუტინმა უპასუხა, რომ რეაქცია იქნება ნეგატიური და ძალიან კარგად იცის სამხედრო ალიანსში გადაწყვეტილების მექანიზმის შესახებ.

“ისინი გადაწვეტილებას იღებენ კონსენსუსის საფუძველზე. თუმცა, სანამ კონსენსუსზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, არსებობს ნატოს წევრებთან ორმხრივი მოლაპარაკებების შესაძლებლობა, როგორც ეს გაკეთდა პოლონეთთან და რუმინეთთან, სადაც ამჟამად განთავსებულია აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემები. ეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ნატოს მსგავსი ინფრასტრუქტურის მოახლოება ჩვენს საზღვრებთან იქნება საფრთხე და პასუხი იქნება ძალიან ნეგატიური” – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი