ახალი ამბები

მოძრაობის”ძალა ერთობაშია” პრეზიდენტობის კანდიდატი სავარაუდოდ, გრიგოლ ვაშაძე იქნება

17 ივლისი, 2018 • 2615
მოძრაობის”ძალა ერთობაშია” პრეზიდენტობის კანდიდატი სავარაუდოდ, გრიგოლ ვაშაძე იქნება

მოძრაობის “ძალა ერთობაშია” პრეზიდენტობის კანდიდატი, სავარაუდოდ, გრიგოლ ვაშაძე იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს. მოძრაობამ პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად უნდა წარადგინოს დღეს, 17 ივლისს, 21:00 საათზე ქუთაისში.

მოძრაობა “ძალა ერთობაშია” 10 ოპოზიციურ პარტიას აერთიანებს, მათ შორისაა: “ახალი საქართველოსთვის”, “ემსახურე საქართველოს”, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”, “სახელმწიფო ხალხისთვის”, “ქრისტიან-დემოკრატიული პარტია”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის”, “ახალი საქართველო”, “საქართველო ლიდერთა შორის” და “საქართველოს ევროპელი დემოკრატები”.

მასალების გადაბეჭდვის წესი