ახალი ამბები

netgazeti.ge ეძებს ცნობისმოყვარე რეპორტიორებს

17 ივლისი, 2018 • 8116
netgazeti.ge ეძებს ცნობისმოყვარე რეპორტიორებს

ნეტგაზეთს აქვს რეპორტიორის ორი ვაკანსია და ეძებს ცნობისმოყვარე ჟურნალისტებს.

განმცხადებლებს უნდა ჰქონდეთ პროფესიული უნარ-ჩვევები და იცოდნენ ჟურნალისტური სტანდარტები. ნეტგაზეთი მიესალმება ჟურნალისტიკაში გამოცდილების მქონე განმცხადებლებს, თუმცა ეს აუცილებელი მოთხოვნა არ არის. განმცხადებლები კარგად უნდა ფლობდნენ ქართულ და ინგლისურ ენებს და აინტერესებდეთ მიმდინარე ამბები.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ სამსახურის მაძიებლებს, ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებით, ახალი ამბებით და სურთ ამ პროცესის და ცვლილებების მონაწილე გახდნენ.

netgazeti.ge-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განმცხადებლის ინტერესების სფერო და მოტივაცია აღნიშნულ პოზიციის დასაკავებლად. ამიტომაც დაინტერესებულმა პირებმა მოტივაციის წერილი რეზიუმესთან და ორ ჟურნალისტურ ნამუშევართან [ასეთის არსებობის შემთხვევაში] ერთად უნდა გააგზავნონ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: ntsetskhladze@gmail.com

ელექტრონული წერილის თემაში მიუთითეთ “რეპორტიორის ვაკანსია”, წინაღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

განაცხადები მიიღება არაუგვიანეს 2018 წლის 27 ივლისისა.

ნეტგაზეთი თავად დაუკავშირდება შერჩეულ კანდიდატებს და მიიწვევს გასაუბრებაზე.

სამუშაოს დაწყების დრო: 2018 წლის 1 სექტემბერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი