ახალი ამბები

ტრამპისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ აშშ-ის დაზვერვა რუსეთის ნეგატიურ როლზე საუბრობს

17 ივლისი, 2018 • 2395
ტრამპისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ აშშ-ის დაზვერვა რუსეთის ნეგატიურ როლზე საუბრობს

მას შემდეგ, რაც დონალ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას, 16 ივლისს, აშშ-ისა და რუსეთის ურთიერობების გაუარესებაში ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაადანაშაულა, ეროვნული დაზვერვის დირექტორმა დენიელ კოუტსმა განცხადება გაავრცელა.

“სადაზვერვო საზოგადოების როლი მდგომარეობს პრეზიდენტისა და გადაწყვეტილების მიმღებთათვის საუკეთესო ინფორმაციისა და ფაქტებზე დაფუძნებული შეფასებების მიწოდებაში. ჩვენ მკაფიოდ შევაფასეთ 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევა და მათი განგრძობადი, მრავალმხრივი მცდელობები, რომელთა მიზანი იყო ჩვენი დემოკრატიის შერყევა.  ჩვენ გავაგრძელებთ შეუალმაზებელ და ობიექტურ დაზვერვას ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების მხარდასაჭერად”, – ნათქვამია ეროვნული უსაფრთხოების დირექტორის, დენიელ კოუტსის განცხადებაში.

დონალდ ტრამპმა პუტინთან შეხვედრისას ასევე თქვა, რომ ამერიკაში დიდი დრო დაუთმეს აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას. ტრამპმა ასევე გამორიცხა რაიმე ფარული თანამშრომლობა არჩევნების საკითხზე და თქვა, რომ იოლად დაამარცხა ჰილარი კლინტონი საპრეზიდენტო არჩევნებში.

ამერიკის საგამოძიებო უწყებები აქტიურად იძიებენ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესაძლო შემთხვევებს. მათ შორის, საქმე ეხება ტრამპის უახლოესი გარემოცვის სავარაუდო კავშირებს რუსულ სპეცსამსახურებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი