ახალი ამბები

ტრამპის და პუტინის პრესკონფერენციის მთავარი აქცენტები

16 ივლისი, 2018 • 3095
ტრამპის და პუტინის პრესკონფერენციის მთავარი აქცენტები

ჰელსინკში აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის საათნახევრიანი შეხვედრა დასრულდა. დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეხვედრა შეაჯამეს. ნეტგაზეთი მოკლედ გთავაზობთ, თუ რაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა.

[red_box]რა თქვა პუტინმა[/red_box]

[checklist]

  • ცივი ომი, ეს წარსულია – ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის წინაშე ახალი გამოწვევებია
  • პუტინის თქმით, მოლაპარაკებები, რომლებსაც აშშ და რუსეთი აწარმოებენ პირველი ნაბიჯებია ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის და ნდობის აღდგენისთვის
  • პუტინის თქმით, რუსეთის და აშშ-ის ინტერესები ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს, თუმცა ქვეყნების საერთო ინტერესები იზრდება
  • პუტინმა ასევე ისაუბრა სირიის შესახებ, თუ როგორ უნდა დაბრუნდნენ ლტოლვილები თავიანთ სახლებში და როგორ უნდა ჩაერიონ ამ საკითხში რუსეთი და აშშ
  • პუტინის თქმით, მოხარულია, რომ აშშ-მა ჩრდილოეთ კორეასთან საკითხების მოგვარება დაიწყო
  • პუტინის თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უფრო გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადადგას უკრაინის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით
  • პუტინი ამბობს, რომ აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ შეიქმნას მაღალი სტატუსის მქონე სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამერიკელი და რუსი ბიზნესმენებით იქნება დაკომპლექტებული
  • “უნდა გავიმეორო, რაც ადრეც ვთქვი, რუსეთი არასდროს ჩარეულა და არც აპირებს, რომ ჩაერიოს აშშ-ის შიდა პოლიტიკაში, არჩევნების ჩათვლით, თუ არსებობს რამე მტკიცებულება ამის საწინააღმდეგოდ, ჩვენ მზად ვართ, ერთად განვიხილოთ ის”
  • პუტინმა თქვა ისიც, რომ სურდა არჩევნებში დონალდ ტრამპს გაემარჯვა, რადგან ის აშშ-ის და რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზებაზე საუბრობდა

[/checklist]

[red_box]რა თქვა ტრამპმა[/red_box]

[checklist]

  • ჩვენ გვქონდა პირდაპირი, ღია, ღრმა და პროდუქტიული დიალოგი და მან კარგად ჩაიარა
  • “ცივი ომის პირობებშიც კი, როდესაც სამყარო ახლანდელისგან ბევრად განსხვავებული იყო, რუსეთს და აშშ-ს მაინც მჭიდრო დიალოგი ჰქონდათ. ჩვენი ურთიერთობები არასდროს ყოფილა უფრო ცუდი, ვიდრე დღესაა, მაგრამ ეს შეიცვალა 4 საათის წინ”
  • ტრამპის თქმით, დიდი დრო დაუთმეს აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას – “იგი სერიოზულადაა განწყობილი ამ საკითხის მიმართ და ძალიან საინტერესო იდეა აქვს”
  • ტრამპმა ასევე გამორიცხა რაიმე ფარული თანამშრომლობა არჩევნების საკითხზე და თქვა, რომ იოლად დაამარცხა ჰილარი კლინტონი საპრეზიდენტო არჩევნებში
  • ტრამპის თქმით, რუსეთსა და აშშ-ს ბევრი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ სირიაში
  • აშშ-ის პრეზიდენტის თქმითვე, ძალიან კონსტრუქციული დღე იყო და იმედი გამოთქვა, რომ ვლადიმერ პუტინსუახლოეს მომავალში კვლავ შეხვდება

[/checklist]

შეხვედრის შეჯამების შემდეგ ჟურნალისტებსაც მიეცათ საშუალება, შეკითხვები დაესვათ პრეზიდენტებისთვის. ჟურნალისტების შეკითხვების პასუხად, გამოიკვეთა, რომ რუსეთისა და აშშ-ის გაუარესებულ ურთიერთობებში დონალდ ტრამპი აშშ-ს ადანაშაულებს, კონკრეტულად კი, ობამას ადმინისტრაციას. ჟურნალისტების შეკითხვები ეხებოდა სირიას, ასევე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას.

მასალების გადაბეჭდვის წესი