მთავრობამ საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს 764 484 ლარი გადასცა

საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოს სკოლა–პანსიონებს ფინანსური დახმარების სახით საჩუქრად გადასცა 764 484 ლარი.

ფინანსური დახმარება გადაეცემა საპატრიარქოს 13 საგანმანათლებლო დაწესებულებას.

  • წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა – 60 000 ლარი
  • წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლა – 120 000 ლარი
  • მცხეთის წმინდა თორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლა – 80 000 ლარი
  • საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლა – 100 000 ლარი
  • ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა – 10 000 ლარი
  • წმინდა მიტროპოლიტ ნაზარ ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლა – 60 000 ლარი
  • წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა–გიმნაზია – 60 000 ლარი
  • დიმიტრი ყიფიანის სკოლა–პანსიონი – 60 000 ლარი
  • ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია – 20 000 ლარი
  • წმინდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლა – 20 000 ლარი
  • წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა – 20 000 ლარი
  • ჩოხატაურის წმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლოს სკოლა – 20 000 ლარი
  • გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი – 134 484 ლარი

მთავრობის 11 ივლისის განკარგულებით, ამ დაწესებულებებისთვის თანხა საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული საკონსტიტუციო შეთანხმების საფუზველზე განათლების სამინისტროს გავლით გადაეცემა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com