ახალი ამბები

მსოფლიოს ჩვენი ერთად ხილვა სურს – ტრამპი პუტინს

16 ივლისი, 2018 • 1864
მსოფლიოს ჩვენი ერთად ხილვა სურს – ტრამპი პუტინს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჰელსინკიში 90-წუთიან შეხვედრას მართავენ. შეხვედრის დაწყებამდე პრეზიდენტებმა საერთო ფოტოები გადაიღეს და ტრამპმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა პუტინს, რომელიც “ბრწყინვალედ ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატისთვის” მილოცვით დაიწყო:

“რაც მთავარია, ჩვენ ბევრი გვაქვს სასაუბრო, გვექნება დისკუსია, დაწყებული ვაჭრობიდან, დამთავრებული შეიარაღებით. ვისაუბრებთ რაკეტებზე, ბირთვულ იარაღზე, ჩინეთზე, ჩვენს საერთო მეგობარზე, ჩინეთის პრეზიდენტზე.

ვფიქრობ, დიდებული შესაძლებლობები გვაქვს ერთად, როგორც ორ ქვეყანას. გულწრფელად რომ ვთქვა, ბოლო წლების განმავლობაში საუკეთესო ურთიერთობები არ გვქონია. დიდი ხანი არ არის, რაც ამ თანამდებობაზე ვარ, მაგრამ ამ ორი წლის განმავლობაში უფრო დავახლოვდით. ვფიქრობ, საბოლოოდ არაორდინარული ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდება. დარწმუნებული ვარ, გსმენიათ, რომ რუსეთთან პროგრესის მიღწევა კარგია, ცუდი არაა.

ვფიქრობ, რომ მსოფლიოს ჩვენი ერთად ხილვა სურს. ჩვენ ორი დიდი ბირთვული ძალა ვართ, ჩვენ ვფლობთ ბირთვული ძალის 90%-ს და ეს კარგი არაა, ეს ცუდია. იმედი მაქვს, რომ ამასთან დაკავშირებით რამეს ვიზამთ იმიტომ, რომ ეს პოზიტიური ძალა არ არის, ეს ნეგატიური ძალაა და ამის შესახებაც ვისაუბრებთ.

დასავლური მედია ამბობს, რომ იმ სამი წამის განმავლობაში, როცა ტრამპი და პუტინი ერთმანეთს ხელს ართმევდნენ, მათ შორის დაძაბულობა იგრძნობოდა. სასაუბრო თემებს შორის ტრამპს არ უხსენებია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ცნობები, უკრაინა, სირია, ნატო და სკრიპალების მოწამვლის ამბავი.

ტრამპისა და პუტინის შეხვედრა,ს გარდიანის ცნობით, მხოლოდ თარჯიმნები ესწრებიან.

დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ჰელსინკში ფოტო: epa

დონალდ ტრამპი, მელანია ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ჰელსინკში ფოტო: epa

მასალების გადაბეჭდვის წესი