ახალი ამბები

გამეზარდაშვილების ოჯახის ტრაგედია ტყიბულში

16 ივლისი, 2018 • 2894
გამეზარდაშვილების ოჯახის ტრაგედია ტყიბულში

დღეს, 16 ივლისს, ტყიბულის შახტში კიდევ 4 ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა. დაშავებულებს ძირითადად დამწვრობები აღენიშნებათ, მათგან ორის მდგომარეობა კი მძიმეა.

ერთ-ერთი დაღუპული მიხო გამეზარდაშვილია. “ნეტგაზეთი” გარდაცვლილის ბიძაშვილს, გურამ გამეზარდაშვილს ესაუბრა. გურამ გამეზარდაშვილმა რამდენიმე თვის წინ შახტში შვილი, პავლე გამეზარდაშვილი დაკარგა:

“ასეთი ტრაგედია მოხდა. ჯერ ჩემი შვილი… სამი თვე გავიდა უკვე, არის ლაპარაკი, გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერს დაადგენენ, მაგრამ აგერ ჩემი ბიძაშვილიც… იგივე სიტუაციაა, იგივეა ყველაფერი. ოთხი ბიჭი დაიღუპა. უსაფრთხოება რომ იყოს დაცული, არ მოხდება ამდენი ტრაგედია. ათი ადამიანი რომ მოკვდეს სამ თვეში, არ შეიძლება. მაშინ 6 დაიღუპა ჩემს შვილთან ერთად, ახლა- ოთხი.

მეც მეშახტე ვიყავი, ჩემს ბიძაშვილთან ერთად 35 წელი ვმუშაობდი შახტში, ახლა რომ დაიღუპა, მასთან ერთად. რა უნდა შეიცვალოს, რა შეიცვლება?! შესაცვლელი თუ რამე ჰქონდათ, ჩემი შვილი რომ დაიღუპა, მაშინ უნდა შეეცვალათ. მაგრამ აი, იგივე განმეროდა, ზუსტად იმნაირად მოხდა ახლაც, არაფერი შეცვლილა” – ამბობს გურამ გამეზარდაშვილი.

 

გამეზარდაშვილების ოჯახის ტრაგედია…

გურამ გამეზარდაშვილმა, რომელსაც ცოტა ხსნის წინ შვილი (პავლე გამეზარდაშვილი) მინდელის სახელობის შახტში დაეღუპა, დღეს ბიძაშვილიც (მიხო გამეზარდაშვილი) დაკარგა. გურამ გამეზარდაშვილი თავადაც მეშახტე იყო და 2010 წელს სწორედ სამუშაოს დროს დამარცხდა. გაიგეთ მეტი: http://netgazeti.ge/news/292865/

Posted by netgazeti.ge on Monday, 16 July 2018

შახტში მომხდარი ტრაგედიის შესახებ გამთენიისას შეიტყო გარდაცვლილი მეშახტის შვილმა. როგორც გაგა გამეზარდაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, მამის გადარჩენის იმედი ბოლო წუთამდე ჰქონდა:

“6-ის წუთები იყო, ბაზარში შევდიოდი, ჩემმა ბიძაშვილმა რომ დამირეკა, ასე და ასეა, მიხო დაკარგულია, არ ჩანსო. ყველაფერმა გამიელვა თავში, მივხვდი, რაც ხდებოდა. როცა არ ჩანს, ე.ი. გადასმულია ყვლაფერზე ხაზი. მოვედი შახტაზე, შემოვედი, არავინ არაფერს ამბობდა. უბრალოდ იდგა ხალხი. სიმართლე თუ გაინტერესებთ, იმედი მქონდა.

როცა გეუბნებიან, რომ დაკარგულია, [გადარჩენის] 1 პროცენტს ყველა იტოვებს [გულში], მეც შევთხოვდი [ღმერთს], ყოველ წუთში ლოცვას ვკითხულობდი, რომ გადაერჩინა მამაჩემი, მაგრამ არ მოხდა ასე. მერე ამოდიან, რაღც ფულზე მელაპარაკებიან. სიცოცხლის ხელყოფაა აქ, ერთი ადამიანის მხრიდან კი არა, უშუალოდ ადმინისტრაციამ უნდა მიხედოს ამ თემას. ეგენი უდნა დაისაჯონ, ყველანაირად ვეცდები, სასამართლოს გზით რამეს მივაღწიო”, – ამბობს გაგა გამეზარდაშვილი.

 

“ღმერთს შევთხოვდი, გადაერჩინა მამაჩემი… ყოველ წუთას ვლოცულობდი. რა თანზახე მესაუბრებიან?… გვანადგურებენ ნელ-ნელა!”

მინდელის სახელობის შახტში დაღუპული მიხეილ გამეზარდაშვილის შვილი, გაგა გემეზარდაშვილი.

გამეზარდაშვილების ოჯახმა 4 თვეში 2 ადამიანი დაკარგა… ორი მეშახტე – პავლე და მიხეილი.

Posted by netgazeti.ge on Monday, 16 July 2018

 

ვინ არიან ტყიბულის შახტში 16 ივლისს დაღუპულები

მასალების გადაბეჭდვის წესი