ახალი ამბები

პრეზიდენტმა იტალიის პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია და საზეიმო ღონისძიებები გააუქმა

16 ივლისი, 2018 • 1570
პრეზიდენტმა იტალიის პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია და საზეიმო ღონისძიებები გააუქმა

ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის გამო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააუქმა იტალიის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერმონია და ვიზიტთან დაკავშირებული ყველა საზეიმო ღონისძიება.

გიორგი მარგველაშვილმა მეშახტეების დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია შრომის უსაფრთხოების კუთხით კანონმდებლობის გამკაცრება და შრომითი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დანერგვა:

“ის, რომ 2018 წელს შახტებში 11 ადამიანია გარდაცვლილი და 10 დაშავებული, იმის მაჩვენებელია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მსგავს შემთხვევებზე ადეკვატური რეაგირება არ მომხდარა. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა და შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურდებათ ხელფასი” – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
პრეზიდენტის თქმით, დღეს ისევ რჩება მთავარი კითხვა, შესაძლებელია თუ არა მინდელის შახტში უსაფრთხოდ მუშაობის გაგრძელება?
მარგველაშვილის თქმით, ყველამ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ სამუშაო ადგილებზე სიცოცხლის უფლება იყოს დაცული.
http://netgazeti.ge/news/292738/

მასალების გადაბეჭდვის წესი