ახალი ამბები

ორი მილიარდერის ოჯახს ვემსახურე ამ დიპლომით – თადუმაძე [ვიდეო]

16 ივლისი, 2018 • 4752
ორი მილიარდერის ოჯახს ვემსახურე ამ დიპლომით – თადუმაძე [ვიდეო]

მთავარი პროკურორობის კანდიდატი შალვა თადუმაძე მის დიპლომთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხობს. როგორც მან პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, გაუგებარია, რატომ გაჩნდა მის დიპლომთან დაკავშირებით კითვები.

თადუმაძის თქმით, უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ ყოველთვის იყო მოთხოვნადი იურისტი, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ საქართველოში მცხოვრები ორი მილიარდერის ოჯახის ინტერესებს იცავდა (პატარკაციშვილი, ივანიშვილი).

“1994-2000 წლებში დავამთავრე ის უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც ლეგალურად, კანონმდებლობით არსებობდა”.

“არცერთი დღე არ ვყოფილვარ უმუშევარი. ჩემზე, როგორც იურისტზე, ყოველთვის იყო მოთხოვნა. ამ ქვეყანაში ორი მილიარდერის ოჯახი ცხოვრობდა და ორივე მილიარდერის ოჯახს სწორედ ამ დიპლომით ვემსახურებოდი, რამდენიმე ათეულ გენერალს ვემსახურბეოდი, როგორც ადვოკატი”, – განაცხადა თადუმაძემ.

სრულად მისი განცხადება.

შალვა თადუმაძემ იურისტის დიპლომი 1994-1999 წლებში მიიღო თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში, რომელიც ამჟამად დახურულია. მას ტექნიკურ უნივერსიტეტში ასევე მიღებული აქვს სამთო ინჟინერის კვლაიფიკაცია.

შალვა თადუმაძის ბიოგრაფიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი