ახალი ამბები

შსს: პირველადი ინფორმაციით, ტყიბულის შახტში მეთანის აფეთქებას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა

16 ივლისი, 2018 • 3217
შსს: პირველადი ინფორმაციით, ტყიბულის შახტში მეთანის აფეთქებას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ტყიბულში, შახტის ერთ-ერთ გვირაბში,  სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა, – აცხადებს შსს.  მინდელის შახტში დღეს, 16 ივლისს, გამთენიისას, დღეს 4 მეშახტე დაიღუპა და 6 დაშავდა.

“გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში,  სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატებმა – 1961 წელს დაბადებულმა მ.ლ-მ, 1963 წელს დაბადებულმა მ.გ.-მ, 1988 წელს დაბადებულმა ლ.ფ-მ და 1961 წელს დაბადებულმა ი.ქ-მ, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ”, – აცხადებს შინაგან საქმეთა სმაინისტრო.

სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით კი საავადმყოფოში გადაიყვანეს   –  1981 წელს დაბადებული მ.ს, 1965 წელს დაბადებული დ.ბ, 1981 წელს დაბადებული გ.მ, 1981 წელს დაბადებული მ.ა, 1995 წელს დაბადებული ნ.ბ და 1988 წელს დაბადებული გ.ა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.


ტყიბულის მინდელის სახელობის შახტი, ბოლო ტრაგიკული შემთხვევა 2018 წლის 5 აპრილს მოხდა, რა დროსაც 6 მუშა დაიღუპა. “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” შვილობილი კომპანიის, “საქნახშირის” მართვის ქვეშაა. “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილია (ყოფილი პარლამენტარი), არა-აღმასრულებელი დირექტორი გელა ბეჟუაშვილი (ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი), ფინანსური დირექტორი ზურაბ გელენიძე, კომერციული დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში ლევან ვეფხვაძე (ყოფილი ქრისტიან-დემოკრატი) და გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი.

ამავე შახტში 2017 წელს 5 მეშახტე დაირუპა, მათგან ოთხი ლიფტის ჩავარდნას ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი