ახალი ამბები

გლდანში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა – დაიღუპა ახალგაზრდა ქალი

15 ივლისი, 2018 • 5655
გლდანში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა – დაიღუპა ახალგაზრდა ქალი

ცოტა ხნის წინ, თბილისში, გლდანის IV მიკრორაიონში, ავტომობილი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა. 30 წლამდე ასაკის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდიანრეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სისხლის სამართლის ეს მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

გლდანში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა – ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. 15..07.,2018. ფოტო: ლიკა რობაქიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი