Pussy Riot -ის წევრები პროტესტის ნიშნად სტადიონზე შეიჭრნენ

Pussy Riot -ი ადასტურებს, რომ ოთხი პირი, რომელიც მოსკოვში, სტადიონზე  მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის დროს შეიჭრა, მათი წევრები არიან.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯგუფი ტვიტერის ოფიციალურ ანგარიშზე აქვეყნებს.

 

მილიციელის ფორმის მსგავს ტანსაცმელში გამოწყობილი ოთხი პირი, რომლებზეც მოგვიანებით Pussy Riot -მა განაცხადა, რომ მათი წევრები არიან, სტადიონზე თამაშის დროს შეიჭრა, თუმცა უსწრაფესად დაატოვებინეს.

ამ ფორმით  აქტივისტების ცნობილმა ჯგუფმა პუტინის პოლიტიკა გააპროტესტა. “პუსი რაიოტის” ოთხი აქტივისტი – სამი ქალი და ერთი კაცი პოლიციამ დააკავა.

“პუსი რაიოტის” ტვიტერზე გამოქვეყნებული მოთხოვნები:

  • თავისუფლება პოლიტპატიმრებს;
  • ნუ დააპატიმრებთ ადამიანებს სოციალურ მედიაში “ლაიქების” გამო;
  • შეწყდეს უკანონო დაპატიმრებები;
  • პოლიტიკური კონკურენცია რუსეთს;
  • ნუ “შეკერავათ” საქმეებს და ნუ დააკავებთ ადამიანებს უმიზეზოდ.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი