საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სტეფანწმინდა – მყინვარწვერის დასალაშქრად წასული და დაშავებული ტურისტები სამთო მაშველებმა ჩამოიყვანეს.
უწყების ცნობით, ტურისტების ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, პოლონეთის 22 წლის მოქალაქემ, ზღვის დონიდან 3600 მეტრის სიმაღლეზე, ე.წ. ნაპრალში ჩავარდნის შედეგად დაზიანებები მიიღო.
მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.