ახალი ამბებისაზოგადოება

რა უნდა ვიცოდეთ შემაკავებელი ორდერის შესახებ – მინისტრის ახალი ბრძანება

15 ივლისი, 2018 • 3759
რა უნდა ვიცოდეთ შემაკავებელი ორდერის შესახებ – მინისტრის ახალი ბრძანება

ახალი ბრძანება შემაკავებელ ორდერებთან დაკავშირებით, რომელიც შს მინისტრმა გიორგი გახარიამ 13 ივლისს გამოსცა, განსაზღვრავს იმ პირებს, რომლებიც შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის შედგენაზე არიან პასუხისმგებლები.

ბრძანების მიხედვით  შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის შედგენა შეუძლიათ:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შემდეგ თანამდებობის პირებს:

[checklist]

  • ოცეულის მეთაური;
  • ათეულის მეთაური;
  • პატრულ-ინსპექტორი; [/checklist]

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების შემდეგ თანამდებობის პირებს:

[checklist]

  • უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი;
  • უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი;
  • მართლწესრიგის უფროსი ოფიცერი;
  • მართლწესრიგის ოფიცერი;
  • დეტექტივ-გამომძიებელი;
  • დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი.

[/checklist]

ეს პირები: 

  • ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებში, შემაკავებელი ორდერის ოქმის კითხვარების საშუალებით ახორციელებენ განმეორებითი ძალადობის  რისკების სიმძიმის შეფასებას;
  • სათანადო საფუძვლების არსებობისას გამოსცემენ შემაკავებელ ორდერს;
  • უზრუნველყოფენ შემაკავებელი ორდერისა და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების აღრიცხვას და ერთიანი აღრიცხვის მიზნით სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მათი გამოცემიდან 12 საათისა, წარდგენას.
  • განმეორებითი ძალადობის რისკებისა და რისკის სიმძიმის შეფასება ხორციელდება შემაკავებელი ორდერის ოქმში ასახული კითხვების საშუალებით.
  • განმეორებითი ძალადობის რისკის სიმძიმე შეიძლება იყოს დაბალი, საშუალო და მაღალი, რომლის განსაზღვრა ხდება შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებული კითხვებისთვის მინიჭებული ქულების საფუძველზე.
  • განმეორებითი ძალადობის მაღალი რისკი სახეზეა იმ შემთხვევაში, თუ მინიმუმ ერთი დადებითი პასუხი ფიქსირდება შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებულ ისეთ კითხვაზე, რომელსაც მინიჭებული აქვს 5 ქულა;
  • განმეორებითი ძალადობის საშუალო რისკი სახეზეა იმ შემთხვევაში, თუ მინიმუმ ერთი დადებითი პასუხი ფიქსირდება შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებულ ისეთ კითხვებზე, რომელსაც მინიჭებული აქვს 3 ქულა; განმეორებითი ძალადობის დაბალი რისკი სახეზეა იმ შემთხვევაში, თუ დადებითი პასუხი ფიქსირდება შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებულ მხოლოდ ისეთ კითხვებზე, რომელსაც მინიჭებული აქვს 1 ქულა.
  • როცა სახეზეა განმეორებითი ძალადობის მაღალი ან საშუალო რისკი, ორდერი გამოიცემა 1 თვის ვადით, ხოლო როცა სახეზეა დაბალი რისკი, ორდერი შეიძლება გამოცემული იქნეს უფრო მცირე ვადითაც.

ნახეთ როგორია  შემაკავებელი ორდერის ფორმა .

მასალების გადაბეჭდვის წესი