ახალი ამბები

ცხრა ოპოზიციური პარტიას საერთო პრეზიდენტობის კანდიდატი ეყოლება

15 ივლისი, 2018 • 2131
ცხრა ოპოზიციური პარტიას საერთო პრეზიდენტობის კანდიდატი ეყოლება

ოპოზიციური პარტიების ნაწილის გაერთიანებასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს “ახალი საქართველოს” ოფისში.

“რა თქმა უნდა ვსმჯელობთ იმაზე, რომ გვყავდეს საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი”, – განუცხადა “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, თითქმის მიღწეულია შეთანხმება კანდიდატზე თითქმის მიღწეულია და თუმცა მას არ დაუსახელებია კანდიდატის ვინაობა და არც ის, იქნება თუ არა თავად  9 ოპოზიციური პარტიის კანდიდატი, რომლებიც დღეს კონსულტაციებში მონაწილეობენ.


დღევანდელ კონსულტაციებს არ ესწრებიან “ევროპული საქართველოს”, “თავისუფალი დემოკრატების” და რესპუბლიკური პარტიის წევრები.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2018 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. ჯერჯერობით არც ერთი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა არ არის ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი