ახალი ამბები

ბახტაძე და ქობულია ანაკლიის პორტზე კითხვებს მოკლედ და ზოგადად პასუხობენ

14 ივლისი, 2018 • 1691
ბახტაძე და ქობულია ანაკლიის პორტზე კითხვებს მოკლედ და ზოგადად  პასუხობენ

პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ და ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ქობურიამ პარლამენტში ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს მოკლედ უპასუხეს ისე, რომ არ უხსენებიათ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი.

პრემიერ-მინისტრს, რომელის პარლამენტში წარდგენილ მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებას ელის,  ამ თემაზა კითხვები ლაშა დამენიამ დაუსვა.

“მე ჩემს გამოსვლაშიც ავღნიშნე, საქართველოს სასიცოცხლოდ ჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი, უფრო მეტიც, მე ვფიქრობ, რომ სწორედ ანაკლიის და ფოთს კლასტერმა უნდა უზრუნველყოს ის,  რასაც ქვია საქართველოდან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პოტენციალის რეალიზაცია. ვინაიდან ეს არის საკმაოდ ვიწრო ყელი ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებში, და შესაბამისად ამას აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის არა მარტო ეკონომიკურად, არამედ გეოპოლიტიკურად”.

ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს გიორგი ქობულიას თხოვა განმარტება ამ თემაზე:

“პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველამ ვიცით რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ეს არის ჩვენ ერთ-ერთი დიდი უპირატესობა. ამასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო ლაპარაკი რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი გეოგრაფიული პოტენციალის რეალიზება ლოგისტიკური ჰაბის ჩამოყალიბების სახით.

ამ ლოგისტიკური ჰაბის ჩამოყალიბება ჯერჯერობით სრულფასოვნად არ ხდება.

ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა გავიზაროთ კიდევ ერთხელ საქართველოს სატრანსპორტო კორიდორის განვითარების გზა და სტრატეგია და ამ სტრატეგიის ნაწილი იქნება რა თქმა უნდა ანაკლიის პორტიც.

ეს იყო ის, რაც ვიგულისხმე და რისი გაკეთებასაც ვაპირებთ. ეს სტრატეგია დაფარავს არა მარტო პორტს, არამედ ყველა ნაწილს”, – განაცხადა ქობურიამ.

წაიკითხეთ: რომან კაკულია არ უარყოფს, რომ ივანიშვილმა კვირიკაშვილს ხაზარაძეზე ჰკითხა

მასალების გადაბეჭდვის წესი