ახალი ამბები

კალაძე ძაღლზე: გოგოა, თორემ ფეხბურთის თამაშსაც ვასწავლიდი

14 ივლისი, 2018 • 3567
კალაძე ძაღლზე: გოგოა, თორემ ფეხბურთის თამაშსაც ვასწავლიდი

“გოგოა, თორემ ფეხბურთის თამაშსაც ვასწავლი”, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას ძაღლ ტიფანისთან დაკავშირებით.

ჟურნალისტებმა მას კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ფოტოზე, რომელშიც ჩანს რომ თავშესაფრიდან წაყვანილი ძაღლი ტიფანი პატარა გალიაში.

“ჩემი დამოკიდებულება ცხოველების და განსაკუთრებით ძაღლების მიმართ ყველამ კარგად იცის. ტიფანის რაც შეეხება, თქვენ გახსოვთ, როგორი პატარა იყო ის, როცა წამოვიყვანეთ თავშესაფრიდან. ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, დღეს ძალიან კარგად არის. შეიძლება ითქვას, რომ ჩემს კაბინეტში გაიზარდა. ის სეირნობს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, ყოვედღიურად მოდის მასწავლებელი/კინოლოგი რომ გაწვრთნას და ყოველი პარასკევი, შაბათი კვირა ჩემთან ერთად ადის წყნეთში. არ ვიცი ახლა სხვა, გოგოა, თორემ ფეხბურთის თამაშს ვასწავლიდი”.

კალაძის კომენტარს ჟურნალისტების სიცილიც მოყვა, ამიტომ მერისთვისთ და მსოფლიოში ცნობილი ყოფილი ფეხბურთელისთვის არავის უკითხავს, სმენია თუ არა  ქალების ფეხბურთის შესახებ.

ქალები ფეხბურთს მთელს მსოფლიოში თამაშობენ, მათ შორის საქართველოშიც. ფეხბურთში საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატი პირველად 2016 წელს ჩატარდა. 

ფეხბურთელმა გოგონებმა სტეროტიპებზე წუხილი პირველად “ნეტგაზეთს” 2016 წელს გაუზიარეს.

ნახეთ:

ფეხბურთელი ქალები საქართველოდან

ფეხბურთელი გოგოები ბათუმიდან


როგორ ფიქრობთ, თბილისის მერის ზემოთ მოყვანილი კომენტარი არის თუ არა სექსიტური და აძლიერებს თუ არა გენდერულ სტეროტიპებს? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი