ახალი ამბები

ქუთაისში ხანძარს 84 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

13 ივლისი, 2018 • 1505
ქუთაისში ხანძარს 84 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 84 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოხუცი ხანძრის დროს მარტო იმყოფებოდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში დაიწვა საოჯახო ნივთები – 12 კვ. მ. ფართობი.

ადგილზე იმყოფებოდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. საგანგებოს ცნობით, ხანდაზმული ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი