ახალი ამბები

გახარია განმარტავს რატომ არ დააკავა პატრულმა ინტერპოლით ძებნილი პირი დაჯარიმებისას

13 ივლისი, 2018 • 2383
გახარია განმარტავს რატომ არ დააკავა პატრულმა ინტერპოლით ძებნილი პირი დაჯარიმებისას

საქართვლეოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მოწყობილობებში, რომლებსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იყენებენ, ინტერპოლით ძებნილ პირთა სია ჩაშენებული არაა.

ეს განცხადება მინისტრმა ენმ-ის დეპუტატის, ნიკა მელიას კითხვის საპასუხოდ გააკეთა. მელიამ მინისტრს ჰკითხა, როგორ მოხდა, რომ რუსთაველის გამზირზე დაკავებამდე სამი კვირით  ადრე, ეს პირი საპატრულო პოლიციამ ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერა, ჯარიმა გამოუწერა და არ დააკავა:

“დიახ, ეს ფაქტია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ძებნილი პირი, რომელიც განყოფიებაში გადაყვანის შემდგომ გაირკვა, რომ იყო ძებნილი. თუმცა საპატრულო პოლიციის გაჩერების დროს გარკვეული სამართალდარღევის აქტი გამოიწერა, რომელიც მან გადაიხადა და ამით ეს თემა ამოიწურა, რადგან საპატრულო პოლიციის ოფიცერს  მისი დევნილობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

პატრულის  ოფიცერმა როდესაც გააჩერა ეს პირი, მის მობილურ ბაზაში ინტერპოლის ძებნილთა ბაზა არ იყო ინტეგრირებული, დღესაც არაა –  ამას ახლა ვასწორებთ”, – ამბობს გიორგი გახარია.


სამინისტროს განცხადებით, 11 ივნისს რუსთაველის გამზირზე შსს-მ არაერთი პირი დააკავა, მათ შორის პოლიტიკოსებიც. აქციის დროს დაკავებულ პირებზე საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა შემდეგი:

ასევე, გაცნობებთ, რომ დღეს რუსთაველის გამზირზე დაკავებულ იქნა ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე – ინტერპოლის წითელი ცირკულარით მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის ძებნილი პირი. აღნიშნული პირი სამართალდამცველებმა იმ დროს შეაჩერეს, როდესაც ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას უერთდებოდა. პიროვნების იდენტიფიცირებისას მოქალაქემ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია, არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც ის დააკავეს. შემოწმებისას მას ცივი იარაღი – დანა აღმოაჩნდა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი