ახალი ამბები

სოჭის XXII ოლიმიპიური თამაშები დღეს გაიხსნება

7 თებერვალი, 2014 • • 1156
სოჭის XXII ოლიმიპიური თამაშები დღეს გაიხსნება

 

 

საქართველო ოლიმპიადაზე მხოლოდ 4 სპორტსმენით არის წარმოდგენილი – ელენე გედევანიშვილი (ფიგურული ციგურაობა), ნინო წიკლაური (სამთო-სათხილამურო სპორტი), იასონ აბრამაშვილი და ალექსი ბენიაიძე (სამთო-სათხილამურო სპორტი).

 

სოჭის ოლიმპიადას არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია უცხადებს პროტესტს რუსეთის საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ მიღებული კანონის გამო, რომელსაც უფლებადამცველები ლგბტ თემის მიმართ დისკრიმინაციულად მიიჩნევენ.

 

 

ოპოზიციის ნაწილი ოლიმპიადის ბოიკოტირებას საქართველოს ხელისუფლებისგანაც ითხოვდა, თუმცა მმართველმა გუნდმა განაცხადა, რომ სოჭში მთავრობა არა, მაგრამ სპორტსმენები აუცილებლად წავიდოდნენ. მთავრობის არგუმენტი დაახლოებით ასე ჟღერს: ‘სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს”.

 

გუშინ “მოსკოვ ტაიმსმა” გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კრემლის მიერ ოლიმპიადაზე მიწვეულ ოფიციალურ სტუმრებს შორის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი ლეონიდ თიბილოვიც ფიგურირებს. ეს ინფორმაცია წინააღმდგობაში მოდის საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ცნობასთან, რომლის მიხედვითაც თიბილოვი სოჭში ოფიციალურად დაპატიჟებული არ არის.

 

სოჭის ოლიმპიურ სოფელში საქართველოს დროშა უკვე აღმართულია, თუმცა ქართველი სპორტსმენები ასპარეზობაში მოგვიანებით, 19 თებერვლიდან ჩაერთვებიან. გარდა ოლიმპიური დელეგაციისა სოჭში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ვიცეკონსული კ. კოტარია მიავლინა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი