“სხვადასხვა დასახელების კარაქი, მარგარინი, ხინკალი, მოხარშული და ნახევრად შებოლილი ძეხვი, თხილი დაილუქა და კანონის შესაბამისად განადგურდება. “ზემელსა” და ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარე ი/მ “მაია მახარაშვილის” მარკეტში გამოვლინდა ასევე ეტიკეტირების წესის დარღვევები, კერძოდ, დახლებზე განთავსებულ პროდუქტს არ ჰქონდა ქართული ეტიკეტი, რაც, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 741 მუხლის თანახმად, ითვალისწინებს ჯარიმას 400 ლარის ოდენობით”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ასევე მარნეულში, “ავერსის კლინიკის” მიმდებარედ საკონდიტრო საწარმო შპს ს/ვ-ს საწარმოო პროცესი შეუჩერა
“საწარმოს დახურვის საფუძველი გახდა კრიტიკული შეუსაბამობები, ასევე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, წყლის ხარისხის დამადასტურებელი გამოცდის ოქმისა და პროდუქციის მიკრობიოლოგიური კვლევის არარსებობა და სხვ”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.