ახალი ამბებიგართობახელოვნება

ჯოკერის წარმომავლობის შესახებ ახალ ფილმში მთავარ როლს ხოაკინ ფენიქსი შეასრულებს

12 ივლისი, 2018 • 3880
ჯოკერის წარმომავლობის შესახებ ახალ ფილმში მთავარ როლს ხოაკინ ფენიქსი შეასრულებს

ჯოკერის წარმომავლობის შესახებ ახალ ფილმში, რომლის პრემიერაც 2020 წელს შედგება, მთავარ როლს ხოაკინ ფენიქსი შეასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ Business Insider ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბეტმენის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული  მოწინააღმდეგის როლზე ამერიკელი მსახიობი უკვე ოფიციალურად დაამტკიცეს.

ჯოკერის წარმომავლობის შესახებ ფილმს გადაიღებს “The Hangover”-ის რეჟისორი, ტოდ ფილიპსი. გავრცელებული ინფორმაციით, ფილმის ბიუჯეტი 55 მილიონი აშშ დოლარია, რაც კომიქსებზე დაფუძნებული ფილმებისთვის მცირე ბიუჯეტად მიიჩნევა. თუმცა Warner Bros-ში აცხადებენ, რომ ფილმის მიზანი პერსონაჟისა და მისი მოტივების შეცნობა იქნება და არა  სტანდარტული ფილმი სუპერგმირებზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი