ახალციხეში მიკროავტობუსი ამოტრიალდა

დღეს, 12 ივლისს, ახალციხეში მიკროავტობუსი ამოყირავდა. ინფორმაცია “სამხრეთის კარიბჭემ” გაავრცელა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სხეულის დაზიანება არცერთ მგზავრს მიუღია.

როგორც შსს-ში განგვიცხადეს, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა მძღოლი.

ახალციხეში მიკროავტობუსი ამოტრიალდა. ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.