იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა

იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ABC ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, მსგავსი მასშტაბის სტიქია იაპონიას უკანასკნელი 36 წელია არ დასტყდომია თავს, მაშველები ამ დრომდე ეძებენ ათობით ადამიანს.

ძლიერი წვიმა იაპონიის დასავლეთ ნაწილში გასული კვირის ხუთშაბათს დაიწყო. პიკს კი შაბათს, გამთენიისას მიაღწია.  დატბორვისა და მეწყერის საშიშროების გამო მილიონობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ყველაზე მეტი ზარალი ჰიროშიმასა და ოკაიამას მიადგა, სადაც 200-მდე ადამიანის გარდაცვალების ფაქტი ხელისუფლებამ უკვე დაადასტურა.

დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო სტიქიის ზონაში ჩარჩენილთათვის საკვებისა და პროდუქტების მიწოდება ჭირს.

წყალდიდობა იაპონიაში 12.07.18 ფოტო: EPA

წყალდიდობა იაპონიაში 12.07.18 ფოტო: EPA

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.