ახალი ამბები

ანონსი- 12 ივლისი

12 ივლისი, 2018 • 1704
ანონსი- 12 ივლისი

გთავაზობთ 12 ივლისს, ხუთშაბათს საქართველოში დაგეგმილი მოვლენების ანონსს:


09:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი ბრიფინგს გამართავს და მთავრობის განახლებულ შემადგენლობას წარადგენს. მის.: ინგოროყვას ქ. #7


11:00 საათზე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ხორავას ქუჩის საქმეზე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნ. რამიშვილის ქუჩა #6


12.00 იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი  ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში საზაფხულო სკოლის მონაწილეებსსერტიფიკატებს გადასცემს.


12:00 სასტუმრო „რედისონში“, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით,  ჭარბვალიანობასა და სასესხო-საკრედიტორეგულაციებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართება.


14:00  ევროკავშირის პროექტის ფარგლებში “უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობისგაძლიერება”, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა, საფინანსო-საბიუჯეტო და ადამიანის უფლებათადაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების, ასევე საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართება სემინარი თემაზე – „შედეგებზე ორიენტირებული საბიუჯეტოზედამხედველობა“. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)


20:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 166-ე სეზონს ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერით“ დახურავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი