ახალი ამბები

ლენტეხში ტყეში გაჩენილ ხანძარს მეხანძრეები უკვე 19 საათია ებრძვიან

11 ივლისი, 2018 • 1956
ლენტეხში ტყეში გაჩენილ ხანძარს მეხანძრეები უკვე 19 საათია ებრძვიან

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ლენტეხში, სოფელ ზესხოსთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ამ დრომდე არაა ლოკალიზებული. მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ჩაქრობას უკვე 19 საათია ცდილობენ. ადგილზე რჩება 120 მეხანძრე-მაშველი და შესაბამისი ტექნიკა.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.

ხანძარი ლენტეხში 11.07.18 ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ხანძარი ლენტეხში 11.07.18 ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია:

“რთული რელიეფის გამო ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის რამდენიმე ღია კერის ლიკვიდირება მოახერხეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილზე მოახდინა დამატებითი ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მობილიზება, რომ არ მოხდეს ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელება.

ცეცხლის ქრობაში ჩართულია 120 მეხანძრე-მაშველი და ადგილზე იმყოფება ლოჯისტიკისა და კავშირგაბმულობის შესაბამისი ჯგუფები. ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები. ხანძრის ქრობის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, მოხდება ვერტმფრენის ჩართვა. ამ დროის მონაცემებით, დამწვარია 2.5 ჰა ფართობი. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი