ახალი ამბები

სტოლტენბერგი: ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას წევრობის გზაზე

11 ივლისი, 2018 • 1422
სტოლტენბერგი: ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას წევრობის გზაზე

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამიტის წინა პრესკონფერენციაზე საქართველოს შესახებაც ისაუბრა. სტოლტენბერგის თქმით, ის დარმწუნებულია, რომ ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები სამიტზე აღიარებენ იმ პროგრესს, რასაც საქართველომ მიაღწია რეფორმების, თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით:

“ჩვენ საქართველოს მხარდაჭერას გავაგრძელებთ. მადლობელი ვართ ქვეყნის მიერ გაწეული მხარდაჭერით NATO-ს მისიებსა და ოპერაციებში, არა მხოლოდ ავღანეთში. ჩვენ ვფიქრობთ, საქართველო კარგად პროგრესირებს NATO-სკენ მიმავალ გზაზე” – ამბობს სტოლტენბერგი.

ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ის ვერ დაასახელებს ზუსტ დროს, როდის გახდება საქართველო NATO-ს წევრი, თუმცა ალიანსი გაფართოების პოლიტიკას აგრძელებს:

“ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ მონტენეგრო შემოუერთდა ალიანსს და ხვალ, დიდი ალბათობით, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკას, მაკედონიას მოვიწვევთ გაწევრიანების შესახებ დისკუსიის დასაწყებად, აჩვენებს, რომ ნატოს კარი ღიაა. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას წევრობის გზაზე. ჩვენ ასევე მოველით, რომ წევრი ქვეყნების ლიდერები შეთანხმებიდან, რომ ჩვენი 2008 წლის გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით კვლავ ძალაშია” – თქვა პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი